logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე გოგა ონიანს: მეცოდები!
- +

6 სექტემბერი. 2016. 16:33



„მემარცხენე ალიანსის" ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ადვოკატ გოგა ონიანის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:


„სერიოზული ჟიმჟიმის ქრონიკაა უკვე აშკარად!

 

„ნაციონალების" კანდიდატს ზონდერ გოგა ონიანს დღეს ჩემი კორპუსის წინ ჰქონია შეხვედრა თავის ძალიან მცირერიცხოვან მხარდამჭერებთან...

 

არ ვიყავი შინ. კორკოტას მხარდასაჭერად გადავედით თემქაზე მე და ბექა რამიშვილი. ჰოდა, ასეთი ამბავი დამახვედრეს უბანში, მიკროფონით იძახოდა ონიანიო - მაჟორიტარის არჩევისას ყურადღებით დააკვირდით, ვის შემოხაზავთ, რად გინდათ ვიღაც იუმორისტი, გირჩევთ, რომ აქცენტი განათლებაზე გააკეთოთო!

 

მიხვდით ხომ, ვის გულისხმობდა „იუმორისტში" და ვის გულისხმობდა „განათლებულში"?

 

ისე, ზონდერ - „განათლებულო" კანდიდატო, ხომ არ ინებებდით, ნებისმიერ დროს, ჩვენი უბნის ნებისმიერ სკვერში ჩამოვმსხდარიყავით მოსახლეობის თანდასწრებით და გვესაუბრა განყენებულ თემებზე? ძალიან მაინტერსებს, რას „ამოალაგებ ბაგაჟნიკიდან".

 

მაინც, გაითვალისწინე, მანდ, სადაც დღეს ყვიროდი, ახლოს, ის სკოლაა, რომელიც მე დავამთავრე და როცა სწავლა დაიწყება, ეგეთი სისულელეები აღარ აკეთო და  ჩემზე „გაუნათლებელიაო" აღარ თქვა, თორემ შეიძლება ჩემმა მასწავლებლებლებმა პირდაპირ სკოლის ფანჯრებიდან გესროლონ რამე მაგ ძალიან „ტვინითდაპენტილ" თავში...

 

წესით, კონკურენტს არ უნდა ვარიგებდე, მაგრამ მეცოდები და გირჩევ - ვიდრე ჩემზე რამეს იტყოდე მაგ უბანში, ჯერ ინფორმაცია ყურადღებით მოიძიე, ემანდ სამასხარაოდ არ გაიხადო თავი, როგორც დღეს, მთელი მეორე მიკრორაიონი შენს ისტერიულ კივილზე რომ კაიფობდა - იუმორისტს ხმა არ მიცეთ, მაგ გაუნათლებელსო...

 

აბა, დროებით ახლა და ერთი სული მაქვს, როდის გამიმართავ „ინტელექტუალურ პაექრობას".

 

შე ძაან განათლებულო, შენა!" - წერს ბაკურ სვანიძე.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner