logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
- +

5 აგვისტო. 2023. 10:44

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა.

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

 

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner