logo_geo
eng_logo
სულიკო კედელაშვილი: რით ვერ დაძეხით ეს ჭყონიები, ოქრიაშვილები, ხაზარაძეები, ჭუტლექსები, რურუები, კეზერაშვილები, ალასანიები?
- +

5 აგვისტო. 2023. 13:40

 

 

შოვში დატრიალებული ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობას, სულიკო კედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხალხის გაუბედურებით გამდიდრებულ ოლიგარქებს მიმართავს.

 

„რით ვერ დაძეხით ეს ჭყონიები, ოქრიაშვილები, ხაზარაძეები, ჭუტლექსები, რურუები, კეზერაშვილები, ალასანიები და ა.შ.? რა ხართ ასეთი გაუმაძღრები? მილიონები ხომ იშოვეთ, მერე მილიარდერები გახდით, ახლა კიდე გინდათ, რომ ხელისუფლება ჩაიგდოთ ხელში, უფრო მაგრად რომ წაგლიჯოთ ფულები სხვებს.

 

ხომ ამდენი მაყუთი გაქვთ, ერთი ქვეყნისთვის გაღებული კაპიკი მანახეთ, ან სოციალური პროექტი, რომელიც ზოგადად ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის არის სიკეთის მომტანი. ქუჩის ძაღლს რომ ხმელა პურს გადაუგდებთ, ვიდეოკამერით იღებთ და ავრცელებთ, თქვენ რომ რამე დიდი პროექტი გაგეკეთებინათ, ხომ გადაგვჭამდით თავს…

 

ახლა რომ გაიძახით, ვერტალიოტიო, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს არ აკლია არც ვერტალიოტი და არც იახტა, ერთი ვერტალიოტი გეყიდათ და გეჩუქებინათ ქვეყნისთვის? ნემეცკი შოტით მაინც, სულ ყველაფერზე ბიძინასკენ რომ იშვერთ ხელს, თქვენ არ ხართ მდიდრები?

 

პოლიტიკაში რომ გინდა მოსვლა და მოკურკლულს ჩხირით ქექავ – კაი ხომ არაფერი გავაყოლეო, რას ფიქრობს ხალხი მასეთებზე, იცით, საერთოდ?

 

დიდძალ მაყუთს ხარჯავთ ტელევიზიებში, მიტინგებში, პერფორმანსებში, ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიებში, შავ პიარში, ათასგვარი სახის ტრენინგებში. ერთი კარგი საქმე მანახეთ თქვენი გაკეთებული, ერთი საჭირბოროტო და საქვეყნო საქმე…

 

ეს ელტონ ჭყონი, მაგისი 60 მილიონი კრედიტი ამ ქვეყნის ბიუჯეტმა არ დაფარა, თუ მე მეშლება რამე? მის მერე მილიარდერი გახდა ეს უნამუსო და ერთხელ არ გახსენებია, რომ დაუბრუნოს ქვეყანას ის მაყუთი, თუნდაც პროცენტების გარეშე. აქეთ ვალს გვადებს და გვასწავლის, როგორ უნდა ვაკეთოთ თეთრი ბიზნესი.

 

ოქრიაშვილმა თავად აღიარა, 100 დოლარად ნაყიდ წამლებს 1200 დოლარად ვყიდდიო და ახლა დგას ჭორიკანა დედაკაცივით და სხვებს სდებს ბრალს ცუდ საქციელში…

 

ხაზარაძეზე აღარაფერს ვიტყვი, თითოეულ თქვენგანს ნაწვნევი გაქვთ მაგის ღორობის ამბავი“, - წერს სულიკო კედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner