შოვში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა - სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.