„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „მთის ამბების“ დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არაკაცი, პროვოკატორი გელა მთივლიშვილი წერს, თითქოს არავინ მისულა მთავრობიდან კაცთან, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს. ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ მასთან კომუნიკაცია ხდება ყოველწამიერად, ნებისმიერი თანამდებობის პირთან და ნებისმიერ დროს.
მთივლიშვილო, შე არაკაცო, ამას როგორ კადრულობ?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.