logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
- +

6 სექტემბერი. 2016. 16:36



საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.



მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან ბოძაშვილმა სხდომაზე შვიდი დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს ხუთ-ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.



მოსამართლეობის კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.



მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, რომ ისინი სახელმწიფოებრივად და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საკითხს და მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ჩვენს მიერ წარმოდგენილ სამ კანდიდატურას.

 

აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობაც ასევე სახელმწიფოებრივად მოეკიდება ამ საკითხს და მემკვიდრეობად დატოვებს იმას, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემატებს სამ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ იურისტს", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner