logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „მთის ამბები“, სადაც ნაცპარაზიტი მთივლიშვილი მუშაობს, რაჭიდან ეწევა უბინძურეს დეზინფორმაციას
- +

5 აგვისტო. 2023. 17:46

 

 

დროის დახარჯვაც კი არ მიღირს ამ გააქტიურებულ ნაცნაძირალაზე, ჭურნალისტ გელა მთივლიშვილზე საწერად, მაგრამ საზოგადოება უნდა იცნობდეს ბოროტ „ფეიკნიუსერს“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „მთის ამბების“ დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ამტკიცებს, რომ კაცს, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს, ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება.

 

აბაშიძის განცხადებით, „მთის ამბები“ ტრაგედიის ადგილიდან ბინძურ დეზინფორმაციას ეწევა და ტყუილების გავრცელების გარდა, პროვოკაციებით არის დაკავებული.

 

ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მთივლიშვილის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბავზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სახალხო დამცველი დუმს, ხოლო ცილისწამება საქართველოში დასჯადი არ არის.

 

დროის დახარჯვაც კი არ მიღირს ამ გააქტიურებულ ნაცნაძირალაზე, ჭურნალისტ გელა მთივლიშვილზე საწერად, მაგრამ საზოგადოება უნდა იცნობდეს ბოროტ „ფეიკნიუსერს“. საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბები“, სადაც ეს ნაცპარაზიტი მთივლიშვილი მუშაობს, რაჭიდან ეწევა უბინძურეს დეზინფორმაციას. რედაქციას და სააგენტოს დონორებს უნდა შერცხვეთ, რომ გელა მთივლიშვილი ბოროტი ტყუილების გარდა ნაცზონდერული პროვოკაციითაა დაკავებული სტიქიით დაზარალებულ რეგიონში.

 

ცხადია, ჟურნალისტთა რაღაც ქარტია-შმარტია დუმს, ასეთ საბოტაჟურ შემთხვევებში სახალხო დამცველის ინსტიტუტი გინდ ყოფილა გინდ არა, ხოლო ცილისწამება დასჯადი არ გვაქვს ევროკავშირის 17 ქვეყნისგან განსხვავებით“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner