logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილი: 15 ცხედარია მოძიებული სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს იდენტიფიცირება - მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ საძიებო სამუშაოებს
- +

5 აგვისტო. 2023. 18:04

 

 

ამ დროის ინფორმაციით, ნანახია 4 ცხედარი და გადასვენებული არიან უკვე პროზექტურაში. საერთო ჯამში, 15 ცხედარია მოძიებული სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთი და იგივე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე ხდება ცხედრების მოძიება.

 

როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის 7 ცხედარია იდენტიფიცირებული.

 

„რაც შეეხება სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას, დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც საშუალებას გვაძლევს გადავისროლოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ საძიებო სამუშაოებს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner