logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი ხათუნა სამნიძეს: რისი მიღწევა გსურთ ამით? რა „ტრენდს“ ამკვიდრებთ?
- +

5 აგვისტო. 2023. 18:09

 

 

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერ დეპუტატს ხათუნა სამნიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.

 

იონათამიშვილი ხათუნა სამნიძის ფეისბუქ-სტატუსს ეხმაურება, რომლის თანახმად სამნიძე „იმედის“ ჟურნალისტებს უსისხლო ხალხსა და საშიშებს იმიტომ უწოდებს, რომ ტელეკომპანიამ იაპონიაში მომხდარი ტაიფუნი გააშუქა, ხოლო სამნიძე მიიჩნევს, რომ ამით „იმედს“ რაჭაში მომხდარი სტიქიის გადაფარვა სურს და ამ ამბით ხელისუფლება „თავს იმართლებს“.

 

„ხათუნა სამნიძე, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას. ორმაგ სტანდარტზე გაცილებით უფრო მძიმეა, როცა პარლამენტის წევრი იმედს ესხმით თავს იაპონიაში მომხდარი ტაიფუნის გაშუქებისთვის და მაგ. იმავე დღეს, „ფორმულას“ მიერ გაშუქებულ სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას არ იმჩნევთ. აღარაფერს ვამბობ ასეთ მძიმე დროს ათასი დეზინფორმაციის და სპეკულაციის არშემჩნევაზე, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებას არ დარჩება უპასუხოდ. უბრალოდ, რისი მიღწევა გსურთ ამით? რა ტრენდს ამკვიდრებთ? თუ იმედის რეიტინგი აღიზიანებს ვინმეს, ასეთი ლანძღვით ვერაფერს დააკლებს. თუ მარტო საქართველოში გინდათ სტიქიური უბედურება და ტრაგედიები ხდებოდეს? ჩემი პატივისცემა იმედის ყველა ჟურნალისტს, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდა არ არის“, - წერს რატი იონათამიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner