logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებაც აკვირდებოდა, რა სისწრაფით მუშაობდა ტექნიკა სტიქიის ადგილზე, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერის მონაწილეობით იქნა მიღებული, ძალიან მოკლე ვადებში აღსრულდა
- +

5 აგვისტო. 2023. 19:32

 

"დღეს ვნახეთ, საზოგადოებაც აკვირდებოდა, რა სისწრაფით მუშაობდა ტექნიკა სტიქიის ადგილას. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით იქნა მიღებული, ძალიან მოკლე ვადებში აღსრულდა. ხვალინდელი დღეც ინფრასტრუქტურის საკითხებს დაეთმობა, რომელიც სხვადასხვა კერაზე მიიყვანს საჭირო ტექნიკას და ასევე ადამიანებს, რომლებიც იქ იმუშავებენ. ამ მხრივ ძალიან ეფექტიანად მუშაობს მთლიანი შტაბი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილურ შტაბს, მის ხელმძღვანელს, პაპუნა მარგველიძეს, ეფექტიანი მუშაობისთვის.

ამასთან, პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სამინისტროებს, ჯარს და თავდაცვის მინისტრს.

ადგილზე ყველა სათანადო პირობაა შექმნილი არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ეძებენ საკუთარ ნათესავებს, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ მუშაობს. ყველას აქვს შესაძლებლობა, ჯანდაცვის სამინისტროს წითელი ჯვრის მონაწილეობით, ჰქონდეს წვდომა საკვებზე, წყალზე და ა.შ. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით ჩვენს ჯარს, თავდაცვის მინისტრს, რომელიც ასე ეფექტიანად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner