logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ადგილზე უმძიმესი ვითარებაა, რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო იაზრებ, რა მასშტაბის იყო ეს სტიქია
- +

5 აგვისტო. 2023. 19:34

 

"ადგილზე უმძიმესი ვითარებაა, სიარული შეუძლებელია, უჭირს როგორც ტექნიკას, ისე ადამიანს, მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ გარკვეული მაჩვენებლებით საზღვრავენ ზონებს და შემდეგ ეძებენ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, 50 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც, საშუალოდ, 4 მეტრი ქვაღორღიანი მასით არის დაფარული.

უმძიმესი სიტუაციაა ადგილზე, რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო ხდება იმის გააზრება, რა მასშტაბის იყო ეს სტიქია. 50 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც, საშუალოდ, 4 მეტრი ქვაღორღიანი მასით არის დაფარული და ყველაფერი მოყოლილი აქვს. ასეთი მასშტაბის სტიქია ზოგადად იშვიათია და რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო მძიმეა ამის ნახვა. მქონდა შესაძლებლობა, რომ იმ ოჯახის წევრებთან მესაუბრა, ვინც დაკარგულ ნათესავებს ეძებენ. რა თქმა უნდა, რთულია მათი მდგომარეობა და რთულია, მოძებნო სიტყვები, რომელიც მათ დაამშვიდებს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მაშველებს და ვიმედოვნებთ, თუკი არსებობს რამე შანსი, ეს შანსი იქნება სასიკეთოდ და იპოვიან. ძალიან მძიმე სიტუაციაა. გარშემო ტერიტორიას რაც შეეხება, იქ ყველანაირად ყველა ტერიტორია მოიარეს. ვერტმფრენი დღეს ძალიან ინტენსიურად იყო სტიქიის ზონაში, ზემოდანაც ხდებოდა ტერიტორიის დაზვერვა. გუშინდელს შემდეგ, გარე ტერიტორიიდან რომ ვინმე ყოფილიყო გადარჩენილი, ასეთი ინფორმაცია არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იმ რუკის მიხედვით, სად რა იყო განლაგებული, შეუძლებელია ძებნა, ვინაიდან დაძრულია ყველაფერი მასის მიერ.

ეს ქვა-ღორღი არის წყლით გაჟღენთილი და რბილი მასაა. არის როგორც ჭაობი, მასზე სიარული შეუძლებელია. უჭირს ტექნიკასაც და ადამიანსაც, თუმცა არის ზონები, სადაც რამდენიმე გარდაცვლილი გუშინ იქნა აღმოჩენილი და ინტენსიურად იმ ზონაში ექცეოდა ყურადღება. სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდნენ სხვა გარდაცვლილები. იმ რუკის მიხედვით, სად რა იყო განლაგებული, შეუძლებელია ძებნა, ვინაიდან დაძრულია ყველაფერი მასის მიერ. ჩვენი მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ ისინი ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ეძებენ ამ ზონაში. ეს აჩვენებს მუშაობის ეფექტიანობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner