logo_geo
eng_logo
სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
- +

5 აგვისტო. 2023. 21:00

 

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სადაც მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 18 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner