logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმი კეთდება, შტაბი მობილიზებულია, დღეს ადგილზე სამი მინისტრი იმყოფებოდა - ყველა პოლიციელი, მაშველი, სამხედრო პირი მობილიზებულია, დღე და ღამე მუშაობენ
- +

5 აგვისტო. 2023. 23:03

"არის ძალიან რთული ვითარება. პრობლემას ქმნის ის, რომ შექმნილია რამდენიმე მეტრიანი შრე იმ ნაკადით, რომელიც წამოვიდა და შესაბამისად სამძებრო-სამუშაოები ჩატარება არის რთული. საერთო ვითარება არის ძალიან მძიმე," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მაქსიმუმი კეთდება, შტაბი მობილიზებულია, დღეს ადგილზე სამი მინისტრი იმყოფებოდა. ყველა პოლიციელი, მაშველი, სამხედრო პირი, ვინც ამ ღონისძიებებში ჩართულები არიან არიან სრულად მობილიზებული და დღე და ღამე მუშაობენ, რომ ეს სამძებრო სამუშაოები წარმატებული იყოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner