logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც ასეთი სტიქიური მოვლენა ხდება, საჭიროა ყველაფრის საფუძვლიანი ანალიზი. დრო მოვა იმის, რომ ყველაფერი გაანალიზდეს, აბა სახელმწიფო რისთვის არის?!
- +

5 აგვისტო. 2023. 23:05

"როდესაც ასეთი სტიქიური მოვლენა ხდება, საჭიროა ყველაფრის საფუძვლიანი ანალიზი. დრო მოვა იმის, რომ ყველაფერი გაანალიზდეს, აბა სახელმწიფო რისთვის არის?!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ნებისმიერი მოვლენიდან გამოიტანოს დასკვნები სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე.

სახელმწიფო არის იმისთვის, რომ ყველა მოვლენა გააანალიზოს და ამის საფუძველზე გადადგას სამომავლო ნაბიჯები. მაგრამ მთავარია გაკეთდეს ობიექტური ანალიზი: რა იყოს სტიქიური მოვლენის მიზეზი, შეიძლებოდა თ არა მის წინასწარ გათვლა და ა.შ. თუ არ გაქვს სიღრმისეული ანალიზი, ვერც დასკვნებს ვერ გამოიტან, ამიტომ ამას ვამბობთ, რომ როგორც კი ემოციური ფონი გადაივლის, როგორც კი დასრულდება სამძებრო სამუშაოები, ამის შემდეგ საფუძვლიანად უნდა გაანალიზდეს ყველაფერი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner