"სინამდვილეში, ვერტმფრენებით რა ამოცანებიც იყო შესასრულებელი, ყველა ამოცანა თავიდან ბოლომდე შესრულდა, სტიქიის ზონიდან უამრავი ადამიანი იყო გადმოყვანილი," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება.
მისი თქმით, ერთი ღამის განმავლობაში იყო სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით.
„ რამდენადაც მახსოვს ვერტმფრენებზე იყო საუბარი, აქაც პირდაპირ ვიტყვი სპეკულაციები. ანუ, ღამის ხედვის საშუალებები რატომ არ აქვს ვერტმფრენს და ა.შ. სინამდვილეში ვერტმფრენებით რა ამოცანებიც იყო შესასრულებელი, ყველა ამოცანა თავიდან ბოლომდე შესრულდა, სტიქიის ზონიდან უამრავი ადამიანი იქნა გადმოყვანილი. ვინც გადაურჩა სტიქიას, იყო ისეთ ლოკაციაზე, რომელიც უბრალოდ მოწყდა დანარჩენ ტერიტორიას, მაგრამ ადამიანები გადარჩნენ, ყველა მათგანი, ვინც იყო იდენტიფიცირებული, გადმოყვანილია. ეს არის რეალურად ვითარება. ვერტმფრენებით რა ამოცანები იყო შესასრულებელი, ეს ამოცანები შესრულდა და ერთი ღამის განმავლობაში იყო სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.