ავტორი ანა ნონიკაშვილი
„2012 წლიდან რა პასუხისმგებლობაც ბიძია ივანიშვილმა იტვირთა, არასდროს უქცევია გვერდი",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას „ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის „GDS"-ის ეთერში, რეგიონალურ ჟურნალისტებთან შეხვედრას.
„დადებითად ვუყურებ ყველაფერს. 2012 წლიდან რა პასუხისმგებლობაც ბიძინა ივანიშვილმა იტვირთა, არასდროს არ უქცევია გვერდი. არსებული პრობლემები, როგორც რიგითი მოქალაქის რანგში, ყოველთვის აწუხებდა. დაბრუნებას ამას ვერ დავარქმევ. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის გვერდით დგას",-განაცხადა კობალაძემ.