logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილი: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს თავდაუზოგავი შრომა, რამაც შეგვაძლებინა, რომ დღეს ინტენსიურად მოხდა მძიმე ტექნიკის გადასროლა კატასტროფის ეპიცენტრში
- +

5 აგვისტო. 2023. 23:10

"დილის 6 საათიდან ინტენსიური სამუშაოები გაგრძელდა. კონკრეტულად იმ ლოკაციებზე, სადაც ჩვენი გამოთვლით უნდა ყოფილიყო გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები, მივიტანეთ მთელი აქცენტი და დღეს მოხერხდა 6 ადამიანის ცხედრის აღმოჩენა," - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს თავდაუზოგავი შრომა, რამაც შეგვაძლებინა, რომ დღეს ინტენსიურად მოხდა მძიმე ტექნიკის გადასროლა კატასტროფის ეპიცენტრში. აღდგა გადასასვლელი ხიდი და ამან ძალიან გაგვიადვილა როგორც სპეცტექნიკის, ისე სპეციალური აღჭურვილობების გადაადგილება სტიქიის ზონაში“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner