"მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ღამითაც. მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, გარდაცვლილი ადამიანების, ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. იცით, რომ მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ცხედარი არის დასახიჩრებული. იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი მაგალითად, დნმ-ს ანალიზია. სამწუხაროდ, დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ყოფნისას.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, შესაბამის უწყებებს, რამდენიმე დღე დასჭირდებათ, რომ სტიქიასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები დაიდოს.
„რაც შეეხება იმ დეზინფორმაციას, რომელიც ვრცელდება, თითქოსდა, ამ სტიქიის აცილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაცია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.