logo_geo
eng_logo
სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობდა
- +

6 აგვისტო. 2023. 09:47

 

 

შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მეოთხე დღეა, აწარმოებენ სამაშველო ღონისძიებას.

 

მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი.

 

სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner