ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სადაც მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.