logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებს: ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ, ხელფასს მივიღებთ თუ არა? - დიახ, მივიღებთ
- +

6 სექტემბერი. 2016. 16:39



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ კითხვაზე, რა რეჟიმში იმუშავებს პარლამენტი მომდევნო პერიოდის განმავლობაში, განაცხადა, რომ ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი არ იმუშავებს.


 

ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არსებობს, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, თუ დავრაზმავთ გარკვეულ თანხას, დავირაზმებით ქუთაისში და გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა და ამჟამად ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა შეძლოს კონსესუსის მიღწევა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება დაინტერესებულია მისი მანდატის მქონე დეპუტატის მიერ მიღებული სტაბილური გადაწყვეტილებით და არა გადაწყვეტილებების ვერმიმღები პარლამენტის მსჯელობით", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



მისივე თქმით, თვალთმაქცობა იქნება, ხვალ რომ სესია გამოცხადდეს, ვერ შედგეს და ახალი სკანდალური თემები წამოიწიოს.



რელამენტის მიხედვით, დღეს რომ იყოს 7 რიცხვი, პარლამენტი ხვალიდან უკვე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას ანუ ერთი დღის ამბავია. 8 ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი წყვეტს საქმიანობას. ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი არ იმუშავებს. გაინტერესებთ, ხელფასს მივიღებთ თუ არა? - დიახ, მივიღებთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner