logo_geo
eng_logo
ბიძინა გიორგობიანი: მყინვარებიდან დაძრულ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს
- +

6 აგვისტო. 2023. 14:34

 

 

შოვში სტიქიური უბედურების მიზეზებზე საუბრობენ გარემოს დაცვის ექსპერტები. „მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს“,- ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი, ბიძინა გიორგობიანი.

 

სპეციალისტის თქმით, შოვის მიმდებარე ხეობებსა და მწვერვალებზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და მანქანით გამოტანა შეუძლებელია ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

 

„რაც მოხდა, იყო რამდენიმე მოვლენის თანხვედრა, რაც დაკავშირებულია სწორედ კლიმატის ცვლილებასთან. კავკასიონის სამხრეთ ფერდობი, მთის წინა ადგილები ძალიან საშიშ ადგილებად იქცა, ვინაიდან კავკასიონის სამხრეთი კალთა უფრო მეტად არის მზის ზემოქმედების ქვეშ, ვიდრე ჩრდილოეთ კალთა.

 

აქ ტყის უკანონო ჭრა არაფერ შუაში არ არის. მორევი რაც მოჰქონდა, ეს იყო უკვე მეწყერს გამოყოლილი მასა. იქ ფაქტობრივად მანქანა ვერც შედის იმ ადგილებში, საიდანაც დაიძრა ეს მიწის მასა, და, ზემოთ საერთოდ ტყის მასივი არც გვაქვს“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

 

 https://www.youtube.com/watch?v=saWrJFw8bEM

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner