logo_geo
eng_logo
პაპუნა მარგველიძე: აბსოლუტური უმრავლესობა კოტეჯებისა, ასევე, სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა არის გასულ საუკუნეში, საბჭოთა პერიოდში აშენებული
- +

6 აგვისტო. 2023. 15:05

 

 

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას და შეფასებების გაკეთებისას საზოგადოების მხრიდან არაერთი მოსაზრება ჟღერდება. ერთ-ერთი მათგანი კოტეჯებს უკავშირდება და ამბობენ, რომ ისინი ახალი აშენებულია და სტანდარტებთან შესაბამისობაში არ იყო.

 

„კვირა“ თემით დაინტერესდა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს, პაპუნა მარგველიძეს დაუკავშირდა.

 

როგორც მარგველიძე განმარტავს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მისი თქმით, აბსოლუტური უმრავლესობა კოტეჯებისა, ასევე, სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა არის გასულ საუკუნეში, საბჭოთა წყობილების დროს აშენებული.

 

„დიახ, სწორი ინფორმაცია არის ის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ კოტეჯებისა, და ამის გარდა სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა არის გასულ საუკუნეში, საბჭოთა წყობილების დროს აშენებული.

 

ასევე იმ დროს იყო სხვადასხვა სახის შენობა – საყოფაცხოვრებო, სასადილო შენობა, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობა კინოთეატრი. ამ ბოლო დროს გაცემულია ნებართვები, რომ ძველ ფუნდამენტზე დაშენებულიყო ეს კოტეჯები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტური უმრავლესობა საბჭოთა პერიოდის დროსაა აშენებული. რეაბილიტაციაა გაკეთებული მხოლოდ. ერთია მხოლოდ აშენებული და ისიც სამშენებლო ზონაშია“,- აღნიშნა მარგველიძემ.

http://kvira.ge/856813?fbclid=IwAR3rhUyFxoFubYV08__ouotG-IDIJkU8TAn82vGgH8YQ5-jrlxfCLhejts8

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner