„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება.
„22 საათი გავიდა ნაძირალა მთივლიშვილის მიერ ამ ბინძური ტყუილის გავრცელების შემდეგ, ვიდეო დაუდეს ამ მამაკაცთან შეხვედრის, პარლამენტის თავმჯდომარემ ცალკე მისწერა, მე შევხვდი პირადადო, მაგრამ ფოტო მაინც არ წაშალა. ახლა მივმართავ ამ არაკაცის დამფინანსებელ უცხოურ ენჯეოებს და მედიას, აუცილებლად გააშუქეთ მთივლიშვილის ეს ნაძირლობა, როგორმე მის დონორებს გააგებინეთ, რომ ეს მატყუარა მათ ფულს მსგავს სიბინძურეებში ხარჯავს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.