logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ჩადის რაჭაში ვახტანგ გომელაური
- +

6 აგვისტო. 2023. 18:10

 

 

შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ იმყოფება რაჭაში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ონის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

„ბატონი ვახტანგის ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის საკითხი და, აქედან გამომდინარე, ის თავად [გომელაური], ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართულია. მთლიანად ამ უწყებაზე (შსს) დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ხომ ხედავთ, როგორ მუშაობენ მაშველები, როგორ მუშაობს ტექნიკა და ა.შ. უწყება არის სრულად მობილიზებული, ამიტომ, თხოვნა არის, უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად იყოს [კითხვები]“, - განმარტა პაპუაშვილმა.

 

შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა ძებნა გრძელდება. ამ წუთებში ცოცხალი ძალა კურორტზე ტრაგედიის ეპიცენტრშია მობილიზებული, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს. მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ ეტაპზე ცნობილია 18 გარდაცვლილისა და 18 დაკარგულის შესახებ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner