"ამ ზაფხულს, სტიქიური უბედურებები იწვევს განადგურებას მთელს მსოფლიოში, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანგრევს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვისპირეთს ტყის ხანძრები ანადგურებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.
„კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს დაზარალებულებს, საბერძნეთში ხანძრისგან დაზარალებულებით დაწყებული, ფილიპინებში ტაიფუნების მსხვერპლთა დამთავრებული“, - წერს ბორელი.