logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ზონაში ცხედრების მოძიების პროცესს ნიადაგის სქელი ფენა ართულებს
- +

6 აგვისტო. 2023. 20:27

"შეიძლება ითქვას, ჯერჯერობით ტერიტორიის მხოლოდ 10%-ია ათვისებული, საიდანაც ცხედრებია ამოსვენებული," - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში ცხედრების მოძიების პროცესს ნიადაგის სქელი ფენა ართულებს.

„დამერწმუნეთ, სამუშაოდ არის ურთულესი პირობები. დიდი რაოდენობით, 50-მდე ტექნიკაა მობილიზებული. თვითონ უშუალოდ ეპიცენტრში. აქედან გამომდინარე, ძალიან ვფრთხილობთ, რომ გაუთვალისწინებელი სიტუაციები არ შეიქმნას. გარდა ამისა, სირთულეს ქმნის ნიადაგი, მიწის მასა. არის ადგილები, სადაც ტრაქტორების მიერ ხდება მიწის მასის გამოტანა და იგივე ადგილები ივსება იქვე წამოსული, პატარა მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე მიწის მასით. ასე, რომ სიტუაციას ძალიან ართულებს ნიადაგის სისქე“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner