logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილი: თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევით, მოეწყო რკინის საფეხმავლო ხიდი, რამაც მოგვცა საშუალება უკვე სიღრმეში გადავადგილდეთ. ესეც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია
- +

6 აგვისტო. 2023. 20:29

"მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით სამუშაოებს. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, რატომაც ვფერხდებით, რატომაც არ გვაქვს დიდი ტემპი - რომ არ დავაზიანოთ ცხედრები და რამე არ გამოგვრჩეს," - ამის შესახებ თემურ მღებრიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა განმარტა კიდევ რა ართულებს სამუშაოებს.

ეს დიდი მეწყრული მასა გაჟღენთილია წყლით და ქმნის გარკვეულ სირთულეებს. უშუალოდ ჩამოწოლილი მასის შუაგულში, თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევით, მოეწყო რკინის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდი, რამაც მოგვცა საშუალება უკვე სიღრმეში გადავადგილდეთ. ესეც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია დღის განმავლობაში. ასევე, მობილიზებულია ჩვენი კინოლოგიური სამსახურები, და დიდ ფრონტზე გვაქვს გაშლილი საძიებო სამუშაოები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner