logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილი: დღეის მდგომარეობით 18 გარდაცვლილია ამოსვენებული, აქედან 13 იდენტიფიცირებულია. რჩება 16 ადამიანი, რომელთა საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
- +

6 აგვისტო. 2023. 20:31

"ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიებები სტიქიის ზონაში. ამ დროისთვის სტატისტიკა არ შეცვლილა. ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები," - ამის შესახებ „ქრონიკაში“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მან განმარტა რა ეტაპზეა საძიებო სამუშაოები.

„როგორც იცით, დღეის მდგომარეობით 18 გარდაცვლილია ამოსვენებული. აქედან 13 იდენტიფიცირებულია და რჩება 16 ადამიანი, რომელთა საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების მასშტაბს, 6 ლოკაციაზე მიმდინარეობდა დღის განმავლობაში სამუშაოები ძალიან აქტიურად. ვფიქრობთ, ხვალ უფრო მეტ პერიმეტრს მოვიცავთ და ვიმედოვნებთ, რომ ამის შედეგები გვექნება ხვალისთვის“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner