logo_geo
eng_logo
პაპუნა გამყრელიძე: მჟავე წყლების მიმართულებით გადაყვანილია სამი ერთეული ტექნიკა, სამაშველო სამსახურთან ერთად და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

6 აგვისტო. 2023. 20:42

"სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში 85 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული," - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პაპუნა გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განისაზღვრა 7 პრიორიტეტული მიმართულება.

„აღნიშნული ტექნიკა გადანაწილებულია ამ ლოკაციებზე. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც ამ დროისთვის უკვე გაკეთებულია. შესაბამისად იმ ადგილზე გადაყვანილია სამი ერთეული ტექნიკა, სამაშველო სამსახურთან ერთად და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ველოდებით მათ უშუალო მითითებებს, რა მიმართულებით მოხდება ტექნიკის გადაადგილება, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სამძებრო სამუშაოებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner