logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: სიტუაციას ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება, თითქოსდა, სტიქიამდე ორი დღით ადრე წყლის შეგუბებას
- +

6 აგვისტო. 2023. 21:19

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შოვში განვითარებული სტიქიის შედეგად გარდაცვლითა ოჯახებს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ და მათი ძებნის სამუშაოები გრძელდება. პროცესში ჩართულია მაშველები, ჯარისკაცები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. შამუგიამ მათ ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება. ეს ეხება, თითქოსდა სტიქიამდე ორი დღით ადრე წყლის შეგუბების ფაქტების გავრცელებას“, - განაცხადა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner