logo_geo
eng_logo
ოთარ შამუგია: ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო
- +

6 აგვისტო. 2023. 21:57

"ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, "- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ დადასტურებით, არის ის, რომ 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა ქვეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომელთა პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა შამუგიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner