საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის განკარგულებით, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.