საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელიც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის" სწორად წარმოჩენას.
მისივე თქმით, ყველა სხვა ოპოზიციური პარტიები ძირითადად, ხელისუფლებას ებრძვიან.
„პატრიოტთა ალიანსის" პლატფორმა გამოკვეთით ვერ გავიგე. დავაკვირდები და მოგვიანებით გავაკეთებ ღრმა დახასიათებას. ტრადიციები, ქართული კულტურა ყველას გვიყვარს, თუმცა გადაჭარბებული არაფერი ვარგა, ყველაფერს თავისი ფასი უნდა მივცეთ. მათ უნდა ჩამოაყალიბონ თავისი პლატფორმა, რა სურთ მათ და მეც რეაქციას გავაკეთებ",-განაცხადა ივანიშვილმა.