logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
- +

7 აგვისტო. 2023. 00:50

გლოვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner