გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას საკანონმდებლო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, სტიქიის შედეგად ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანია გარდაცვლილი.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.