logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი კობახიძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: „ნაცმოძრაობის“ უბინძურეს პროპაგანდას საზღვრები არ აქვს - რა უკანასკნელი ნაძირალა უნდა იყო, რომ ადამიანს მსგავსი ტყუილი დააბრალო
- +

7 აგვისტო. 2023. 11:08

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელება და ტყუილების ტირაჟირება „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძური პროპაგანდის ნაწილია. ექსპერტის თქმით, ამის მაგალითია ირაკლი კობახიძის შესახებ გავრცელებული სიყალბე, თითქოს, მან შოვში გარდაცვლილებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ უბინძურეს პროპაგანდას საზღვრები არ აქვს. რა უკანასკნელი ნაძირალა უნდა იყო, რომ ადამიანს მსგავსი ტყუილი დააბრალო და შემდეგ მისი ტირაჟირება მოახდინო? ამ ტრაგედიის ფონზე ნაცების ამორალური პროპაგანდა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამ ვირთხების პოლიტიკიდან ყველა ხერხით ჩამოშორება ეროვნული ამოცანაა!!!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner