logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: „ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი“ ბექა კოკაია წერს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, 9 აგვისტოს გამოცემულ აქტში მიშა წერს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ - ბექა, შვილო, შენი ბელადის მიერ გამოცემული ბრძანებები მაინც წაიკითხე
- +

7 აგვისტო. 2023. 11:31

 

 

 

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტის, ბექა კოკაიას მიერ გამოქვეყნებულ იმ პოსტს ეხმიანება, სადაც ის აცხადებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, ხოლო „ქართული ოცნება“ რუსული პროექტია.

 

გვენეტაძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემული აქტის „სქრინს“  აქვეყნებს და კოკაიას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება წაიკითხოს, სადაც წერია, რომ 8 აგვისტოს, როკის გვირაბის გავლით, რუსეთიდან საქართველოში ასეულობით სამხედრო პირი და ტექნიკა შემოვიდა.

 

„ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი, LGBTQ აქტივისტი ბექა კოკაია წერს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და ამ ფაქტს მოაყოლებს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი. ქვემოთ მოყვანილი მეორე სქრინი სააკაშვილის მიერ, 9 აგვისტოს გამოცემული აქტია, სადაც მიშა წერს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ბექა, შვილო, შენი ბელადის მიერ გამოცემული ბრძანებები მაინც წაიკითხე, სხვა დროს რომ მსგავს უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდე“, - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner