„იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, - განუცხადა „ქრონიკას“ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, გეომორფოლოგმა რეიმონდ ტორესმა.
„იმის მიხედვით, რაც ვიდეოებში ვნახე, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო ე.წ. ბრიფლოუს ტიპის მეწყერი, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია სამ ძირითად კომპონენტთან: ბევრ წყალთან, დიდი რაოდენობით მცირე სეგმენტებთან და ფერდობის ძლიერ დაქანებასთან. საქართველოს მთებში ეს სამი კომპონენტი ყველგანაა. ამ ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზადაგზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება.
არსებობს სხვა ტიპის მეწყრები, რომლებიც გაცილებით ნელია და ასეთი კატასტროფული შედეგები არ მოაქვს. იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, - განაცხადა ტორესმა.