logo_geo
eng_logo
გეომორფოლოგი რეიმონდ ტორესი: შოვის ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზადაგზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება - ამ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება ძალიან ძნელია
- +

7 აგვისტო. 2023. 12:00

 

 

„იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, - განუცხადა „ქრონიკას“ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა, გეომორფოლოგმა რეიმონდ ტორესმა.

 

„იმის მიხედვით, რაც ვიდეოებში ვნახე, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო ე.წ. ბრიფლოუს ტიპის მეწყერი, რომლის წარმოქმნაც დაკავშირებულია სამ ძირითად კომპონენტთან: ბევრ წყალთან, დიდი რაოდენობით მცირე სეგმენტებთან და ფერდობის ძლიერ დაქანებასთან. საქართველოს მთებში ეს სამი კომპონენტი ყველგანაა. ამ ტიპის მეწყრის დინების სიჩქარემ, შესაძლოა საათში 30 კმ-ს მიაღწიოს. მასა გზადაგზა იზრდება და გამანადგურებელი ხდება.

 

არსებობს სხვა ტიპის მეწყრები, რომლებიც გაცილებით ნელია და ასეთი კატასტროფული შედეგები არ მოაქვს. იმ ტიპის მეწყრის წინასწარ პროგნოზირება, რომელიც შოვში ჩამოწვა, ძალიან ძნელია“, - განაცხადა ტორესმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner