აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დააბრუნოს.
აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის სენატორი Twitter-ზე აქვეყნებს.
„15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა საქართველოში, მისი ტერიტორიის ოკუპირება და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა უფლებები დაარღვია. რუსეთი დღემდე განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას“, - ნათქვამია განცხადებაში.