logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პირველივე დღეებიდან ჩაითვალა, რომ 8 აგვისტო იყო ტრაგედიის სიმბოლოდ ქცეული თარიღი, და მომდევნო წლიდან ყოველთვის 8 აგვისტოს გადიოდა აბსოლუტურად ყველა საფლავებზე
- +

7 აგვისტო. 2023. 21:23

"მოდით, გმირი ჯარისკაცების საფლავებზე გასვლა ომის დაწყება-არდაწყებასთან არ დავაკავშიროთ. იმ ტრაგიკული დღეების შემდეგ პირველივე დღეებიდან ჩაითვალა, რომ 8 აგვისტო იყო ტრაგედიის სიმბოლოდ ქცეული თარიღი, და მომდევნო წლიდან ყოველთვის 8 აგვისტოს გადიოდა აბსოლუტურად ყველა საფლავებზე. შემდეგ, შეიძლება მეშლებოდეს წელი, დაახლოებით 2014 წლიდან რაღაც მოუფრინდათ თავში და დაიწყეს 7 აგვისტოს გასვლა. სალომე ზურაბიშვილიც, შარშან, შარშანწინ - სულ 8 აგვისტოს გადიოდა საფლავებზე, წელს მასაც გადაუწყვეტია, რომ „ნაცემის“ ამ გადაწყვეტილებას ჩაჰყვეს," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ამას აქვს თავისი ისტორია, რომელიც მარტივი არ არის. როდესაც ვლაპარაკობდით, მათ შორის ჰააგის სასამართლომდე, სტრასბურგის სასამართლომდე, თითოეულ სიტყვას ვზომავდით, რომ რომელიმე განცხადება ვინმეს სადმე არ წაეღო და საქართველოს წინააღმდეგ არ გამოეყენებინა. მათ უკვე ჰქონდათ ისეთი მიუტევებელი შეცდომა დაშვებული, რომელმაც კინაღამ დაარღვია მთელი ჩვენი ნარატივი, სიმართლეზე დაფუძნებული, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ იყო. მათ რაზეც ჰქონდათ ხელი მოწერილი, ეს იყო აბსოლუტურად საწინააღმდეგო. რეზოლუციაში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში მათ მხარი დაუჭირეს, რუსეთის დელეგაციამ შეიტანა შესწორებები, რომლის მხარდაჭერასაც ითხოვდნენ ისინი. რა თქმა უნდა, იქ ოკუპაციაც ეწერა - რუს ჯარისკაცს, რომელიც გორამდე იყო მოსული, ტურისტს ვერავინ დაარქმევდა. ეს იყო ფაქტი, რომ საოკუპაციო ომი იყო, საოკუპაციო მიზნით შემოიჭრა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ამას ნურავის დაამადლიან, მაგრამ ამავდროულად ჩაიწერა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედროების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით ესკალაცია საომარი ქმედებების ახალ ეტაპზე გადავიდაო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებდნენ, რომ 7-ში დაბომბეს კასეტური ბომბებით ცხინვალი და ამით გადავიდა ესკალაცია ახალ ეტაპზე. ამაზე მოუწერეს ხელი და ეს უღიარეს რუსეთს. რაზე ვდავობთ ახლა? სტრასბურგი მოგებული გვაქვს, ჰააგა მოგებული გვაქვს. რუსეთი რომ ოკუპანტია, დაფიქსირებული გვაქვს. შედავების ნებისმიერი მიმართულებით იურიდიული საფუძველი შექმნილი გვაქვს. მოვიგეთ ეს პროცესები და ახლა უნდა ვიდავოთ იმაზე, რომ საფლავებზე როცა გავდივართ, ეს უკავშირდება თუ არა ომის დაწყების თარიღს და ხომ არ არის ეს 7 აგვისტო, რა თარიღზეც უღიარეს ომის დაწყება რუსეთს. პრეზიდენტი ამ ნარატივს მიჰყვება? არ ვურჩევდი მათ, რომ 7 აგვისტოზე ელაპარაკათ, იმიტომ რომ უკვე ყველას ახსენდება ამ თარიღის ხსენებისას, რაზე მოუწერეს მათ ხელი რუსეთს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner