logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ფეიკებს იგონებენ, კი არ ამახინჯებენ განცხადებებს, არამედ უბრალოდ იგონებენ
- +

7 აგვისტო. 2023. 21:27

"ფეიკებს იგონებენ, კი არ ამახინჯებენ განცხადებებს, არამედ უბრალოდ იგონებენ," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძის მისამართით, მის ოჯახზე იყო ფეიკ შეტევა.

„რაღაც რომ მოხდება, თითქოს მარტივად გეჩვენება, თუმცა არ იყო მარტივი იმ 210 ადამიანის მოძიება ერთი-ორი საათის განმავლობაში პირველივე წუთებიდა. არ იყო ასეთი მარტივი მათთან დაკავშირება, მათთან გადასვლა. სიცოცხლე გარისკა არაერთმა ადამიანმა. დღეს გავიგე იმ სოფლის რწმუნებულს რა გაუკეთებია და გაურისკია. როგორ გარისკეს მაშველებმა თავისი სიცოცხლე და როგორ გადავიდნენ ადიდებულ მდინარეზე, რომ ის ადამიანები ენუგეშებინათ. ამ საკითხებთან დაკავშირებით საპირისპირო, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რომ რამენაირად ამ სიტუაციიდანაც კი ისარგებლონ, რომ ტრაგედიით ისარგებლონ და ეს გამოიყენონ ხელისუფლების რაღაც დოზით დასაზიანებლად. ჯერ კახას მისამართით მის ოჯახზე იყო ფეიკ შეტევა, ახლა ე.წ. აგნებინებს მიყრიდნენ, რომ ვიღაცები მორალისტები გახდნენ, ამ დღეების განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ და ახლა ამბობენ, ხომ არ დავემსგავსებით მათ, ამას ნუ დავაბრალებთო. მიხვდნენ, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, იმ ფეიკმა, რაც მის ;ოჯახზე იყოი არ იმუშავა. კახა კალაძემ დეტალური სიზუსტით გამოაქვეყნა კამერები და ახლა სხვა რაღაცებს ლაპარაკობენ. ვიღაცებს ისიც აფიქრდება, წინასწარ იცოდნენო. ამასაც კი კადრულობენ. ამის კადრებას სხვა ძალა სჭირდება, რაც ნორმალურ ადამიანებს არ გააჩნიათ. ახლა, როდესაც გამტყუნდნენ ბოლომდე, ახლა ვიღაცებმა ამოიღეს ხმა და მოდი ნუ დავაბრალებთ ამასო, ვითომ პიარი რომ არ წააგონ. ფეიკებს იგონებენ, კი არ ამახინჯებენ განცხადებებს, არამედ კუბრალოდ იგონენბენ, ფეისბუქში დებენ, თავის აქტივში შლიან და შემდეგ ამას აზიარებენ რაც შეიძლება მეტი ნახვა რომ დაუგროვდეს. აჯარებენ ვიღაცას და მერე ბრაზდებიან ისინი. არ არის ეს საქციელი მორალთან ახლოს ჩავლილი და შეუძლებელია ამას არ მივცეთ ის შეფასება, რაც თიკთოეულ ადამიანს ამის მოსმენის დროს გუნებაში გაუვლის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner