საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტში, ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ლოგიკური იქნება, რომ პლენარული სესია არ დაინიშნოს.
„თქვენ იცით, რომ საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად კულმინაციას უახლოვდება, ამიტომ დეპუტატების დიდი ნაწილი არის ჩართული ამ კამპანიაში. მე ვერაფრით მოვახერხებ ხვალ წასვლას. ლოგიკური იქნება, თუ ხვალ არ დაინიშნება პლენარული სესია, რადგან ალბათ კვორუმი არ იქნება.
დეპუტატებს სრული უფლება აქვთ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სხდომა არ ჩანიშნონ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიურო, უფლება გვაქვს, ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ. ლოგიკური იქნება, თუ სესია არ დაინიშნება", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.