logo_geo
eng_logo
რობერტა მეცოლა: 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, კრემლს არ სურდა, ქართველებს საკუთარი მომავალი გადაეწყვიტათ, ევროპარლამენტი განაგრძობს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას
- +

7 აგვისტო. 2023. 22:52

"პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას," – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება.

15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – წერს რობერტა მეცოლა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner