პოლონეთის მთავრობამ ბელარუსი და რუსეთი პოლონეთის საზღვრის გავლით ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის მორიგი ნაკადის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
ოფიციალური ვარშავის განცხადებით, აღნიშნული ქმედება რეგიონის დესტაბილიზაციას ემსახურება.
"საუბარია რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ოპერაციაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება", - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვასიკმა.
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის უფროსმა, ტომაშ პრაგამ აღნიშნა, რომ ბელარუსის სამსახურები კრიმინალურ ჯგუფად იქცა, რომელიც ახორციელებს არალეგალურ მიგრაციას.
პრაგას მონაცემებით, წელს ბელარუსიდან პოლონეთში შესვლა 19 000-მა მიგრანტმა სცადა მაშინ, როდესაც 2022 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 16 000-ს შეადგენდა.