აშშ-მა უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების პირველი პარტიის მიწოდება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შესყიდვების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა განაცხადა, რომ Abrams-ის პირველი ტანკები უკვე მზად არის უკრაინაში გასაგზავნად.
"ახლა ის ევროპაში უნდა მოხვდეს, ხოლო შემდეგ უკრაინაში. საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი", - განმარტა მან.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ Abrams-ის ტანკების უკრაინისათვის მიწოდებას აპირებს.