logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის, სამწუხაროდ, ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები
- +

8 აგვისტო. 2023. 10:43

 

 

„იცით, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს ეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის სამწუხაროდ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები“, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით.

 

„დიდი ტრაგედიაა, ეს არის საშინელი ტრაგედია, ამდენი ადამიანი დაიღუპა, შეეწირა ამ სტიქიას და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენი, მთელი საზოგადოების მწუხარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner