„მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს გმირებს პატივი მივაგო. ყველა ქართველს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მათ მაგალითზე უნდა გაიზარდოს ყველა ქართველის შვილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ჩვენ დღეს ვართ იმ ადგილას, სადაც ყველაზე მძაფრად გვახსენდება ჩვენი გმირები და ვის მაგალითზეც უნდა ვასწავლოთ შვილებს ცხოვრება, გმირობის მაგალითზე, სამშობლოს სიყვარულის მაგალითზე. განსაკუთრებული ემოციაა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთაც აგვისტოს ომში თავისი შვილი დაკარგეს და მათთან ურთიერთობა ემოციის გარეშე არასდროს ჩაივლის ხოლმე. დღესაც ასე ხდება. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს გმირებს პატივი მივაგო და ყველა ქართველს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მათ მაგალითზე უნდა გაიზარდოს ყველა ქართველის შვილი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.