შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ მოქალაქეებს კვლავ ეძებენ, სამძებრო სამაშველო ღონისძიებები მე-5 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.